








ნარკოტიკებს იყენებენ იმ სასიამოვნო შეგრძნებების გამო, რომლებიც გამოყენებისთანავე იჩენს თავს. ამ დროს ადამიანი დგება კარგ ხასიათზე, აქვს სასიამოვნო შეგრძნებები, დადებითი ემოციები. ხდება უფრო აქტიური, გულღია და უადვილდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, არ გრძნობს დაღლილობას, აქვს სხვადასხვაგვარი ხილვები. ეს ეფექტი ე. წ. კაიფი ხანმოკლეა და ეიფორიის შემდეგ იწყება ე. წ. გამოსვლის ფაზა, რომელიც არასასიამოვნო ემოციებთან არის დაკავშირებული, რადგან სასიამოვნო ეფექტები მხოლოდ სუბიექტური შეგრძნებებია, რეალურად კი ორგანიზმი განიცდის ნარკოტიკების მავნე ზემოქმედებას და შედეგად ხდება მისი გამოფიტვა.
ნარკოტიკებს არასასურველი ეფექტებიც ახასიათებს. გამოსვლის ფაზაში თავს იჩენს შემდეგი მოვლენები: გახშირებული ან შენელებული გულისცემა და სუნთქვა; მომატებული წნევა, გამოხატული ოფლიანობა, მომატებული ტემპერატურა, თავის ტკივილი, უძილობა, თავბრუსხვევა, გულის რევა, პირის სიმშრალე, ხელების კანკალი, წონასწორობის დარღვევა.
ნარკოტიკების უმეტესობას ახასიათებს ე. წ. ტოლერანტობა ანუ მიჩვევა. ამის გამო ადამიანები ერთიდაიგივე ეფექტის მისაღწევად იძულებულნი არიან მზარდი დოზებით მოიხმარონ ნარკოტიკები. ამ დროს უკვე პიროვნება ხდება წამალდამოკიდებული და აღარ შეუძლია უარი თქვას ნარკოტიკზე, რადგან მას უვითარდება აბსტინენცია ანუ „ლომკა“, როდესაც მრავალ არასასიამოვნო შეგრძნებას განიცდის. მას აღენიშნება: ძლიერი ტკივილები სხეულის სხვადასხვანაწილებში, უძილობა, დეპრესია, უსაფუძვლო შიშები , შფოთვა, უმადობა, კუჭ–ნაწლავის აშლილობა, ძლიერი გადაღლა, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, ნარკოტიკის მოხმარების მტანჯველი სურვილი.ნარკოტიკების მოხმარების ადრეულ ეტაპზე ადამიანი არ აქცევს ყურადღებას გვერდით მოვლენებს, რადგან მათგან მიღებული სიამოვნება დასაწყისში აღემატება უსიამოვნო შეგრძნებებს,თუმცა გადის დრო და სიამოვნება ნელ–ნელა მცირდება, მის მისაღწევად ნარკოტიკის უფრუ და უფრო დიდი დოზებია საჭირო. სიამოვნების შემცირებასთან ერთად წინა პლანზე იწევს ის არასასურველი მოვლენები, რაც ნარკოტიკების ხანგრძლივ გამოყენებას თან ახლავ ს.
ნარკოტიკების რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული უარყოფითი ცვლილებები ადამიანის ორგანიზმში და ხშირ შემთხვევაში სიკვდილი.
პროექტის მოკლე აღწერა:
მოზარდებში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების გავრცელება. მოზარდების ინფორმიერება
მონაწილეთა ასაკი/კლასები: IX კლასი 14–15 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: აპრილი 3 კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დისკუსია,წარმოსახვითი ისტორიების შექმნა,ფოტო-გამოფენა,საკუთარი ნაშრომების გამოფენა,შეხვედრა ფსიქოლოგთან და ნარკოლოგთან, სკოლის კონტიგენტთან ლექცია–საუბარი, პრეზენტაციის მოწყობა, სკოლის გაზეთის გამოშვება
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები გაეცნობიან ნარკოტიკების მოქმედებას რის შემდეგაც სურვილი აგარ გაუჩნდებათ მაღი გასინვის, შექმნიან შემდეგ რესურსებს.გაზეთი, ფოტო და ვიდეო მასალა, პლაკატები.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია . ინტერნეტი, ბიბლიოთეკა, პრეზენტაცია, დისკუსიაში და მსჯელობაში მონაწილეობა.
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ანი სახვაძე
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა:anisaxvadze@gmail.com